მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პორტის პროექტს დღეს საპარლამენტო ფორმატში განიხილავენ

ანაკლიის პორტის პროექტს დღეს საპარლამენტო ფორმატში განიხილავენ

Published on

ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა დღეს საპარლამენტო ფორმატში გაიმართება. ინიციატორებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა შეხვედრაზე დასასწრებად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიწვიეს.

შეხვედრას ლევან ახვლედიანი დაესწრება, მაია ცქიტიშვილი კი პარლამენტში მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა “არაა საჭირო პერფომანსი”.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში ღია ფორმატით ჩატარდება. განხილვა 11:00-ზე დაიწყება.

15 ოქტომბერს სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა – სწორედ წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს კონსორციუმმა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. ანაკლიის კონსორციუმი აცხადებს, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე “მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის”.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...