მთავარისიახლეებიეკონომიკაშეწყდეს შმაქსებზე ნადირობა! - გირჩის წევრები და შმაქსის მასწავლებლები თბილისში აქციას მართავენ.

შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა! – გირჩის წევრები და შმაქსის მასწავლებლები თბილისში აქციას მართავენ.

Published on

გირჩის წევრები და შმაქსის მასწავლებლები თბილისში აქციას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალამდე მსვლელობით მივლენ. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;

გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;

გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

გირჩის ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, ტაქსების რეფორმა არის მავლენლობა და ადამიანებს შემოსავლის გარეშე ტოვებს. ჯაფარიძე კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ 2000 ტაქსი დააჯარიმეს, ჯაფარიძე ამბობს, რომ “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმით ამაყობს რომ გაჭირვებული ადამიანია დააჯარიმა ან მავნებელი და ბოროტია ან იდიოტია.”

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ შმაქსის სერვისი კანონს არ ეწინააღმდეგება და მოქალაქეების ამით სარგებლობენ, პატრულის ქცევა მათთან მიმართებაში კი კანონდარღვევაა. 

“რასაც საპატრულო პოლიცია აკეთებს არის სრული უკანონობა, ბოლო რამდენიმე დღეა, როდესაც აჩერებს შმაქსებს და ლექტორებს ცალკე აკაჩავებენ, მოსწავლეებს ცალკე და შემდეგ უწერენ 200 ლარიან ჯარიმას,. ყველა ჯარიმა არის გასაუქმებელი. ამ ხალხს კალაძისგან განსხვავებით კალაძისგან მილიონიანი მანქანები არ უყენიათ და არ აქვთ 200 ლარი რომ ასე გადაიხადონ,” – ამბობს ჯაფარიძე.

როგორც გირჩის წევრები განმარტავენ, “შმAXI” გირჩის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე “შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მის მოტანილ სიკეთეებზე ესაუბრებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვა არის შესაძლებელი. ისინი ფულს არა ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანისთვის, არამედ თავისუფლების შესახებ იდეების მოსმენაში იღებენ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...