მთავარისიახლეებისაზოგადოებაინტენსიური თოვის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია

Published on

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია დაწესებული მლეთა-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტომობილების გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა ბულაჩაურთან, სადაც იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.უხვ ნალექს გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. თელავიდან თბილისისკენ მომავალი მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა.მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.გუშინ საღამოს გომბორის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთზე ასევე მოყინა და საჭირო გახდა ტექნიკური მარილის დაყრა. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.პერიმეტრს ასევე აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. უღელტეხილზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილება აკრძალულია.
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...