მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კრწანისის"სასწავლო ცენტრში გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაემგზავრა

“კრწანისის”სასწავლო ცენტრში გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაემგზავრა

Published on

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილის, გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გეგმავს. როგორც რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უწყებიდან დაუკავშირდნენ და შემთხვევის ადგილის დათვალიერება შესთავაზეს. ”შემთხვევის ადგილი დაათვალიერეთ, ექსპერტიზას რომ ითხოვთო. უკვე მეოთხე დღეა – გუშინ, გუშინწინაც ხომ შეიძლებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება? დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული საქმე”, – განაცხადა რომან შენგელიამ. მისივე თქმით, ის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს. „საქმესთან დაკავშირებით 100 ვერსია არსებობს და უნდა დააკონკრეტონ, რა მოხდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს, ასევე საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს. 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...