მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო გოგუაძე: „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის პრინციპულ...

ნინო გოგუაძე: „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაშიც ვართ

Published on

,,ნათელი გახდა, თუ რატომ გაიყო ამ ადამიანების და თავისუფალი დემოკრატების გზები.'' – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე  პარტიის  ყოფილი წევრების  დავით ონოფრიშვილის,  ზურაბ აბაშიძისა და გია ცაგარეიშვილის  ერთობლივ განცხადებას დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მათ   ,,თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერებს მოუწოდეს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი . 
.,,თავისუფალი დემოკრატები''  პრინციპულ ოპოზიციაში  ვართ ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო, რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ არჩევნების შემდეგ ეს შეტევა გაგრძელდება., ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ამ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება  – განაცხადა მან  – "სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაპარტიელი ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და  ოპოზიციაში ყოფნა ანტი სახელმწიფოებრივი ქმედება ჰგონია. მათი ასეთი დამოკიდებულება, რომ ისინი თანამშრომლობას აპირებდნენ იმ ხელისუფლებასთან, რომლისგანაც ჩვენ ოპოზიციაში წამოვედით და დავტოვეთ თანამდებობები, ჩემთვის რბილად რომ ვთქვა,  ძალიან გასაკვირია,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
რაც შეეხება არჩევნებში მხარდაჭერას, ჩვენ  ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე, იმიტომ, რომ დიახ, პოლიტიკოსების ამოცანაა, საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ შესაძლო საფრთხეზე. მაგრამ ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ არ მოვუწოდებთ არც ერთ მოქალაქეს არავის მხარდაჭერისკენ, რადგან მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენი მოწოდების გარეშე და თვითონ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ არჩევანზე“

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...