მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებენ შსს-ში

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...