მთავარიUncategorizedვლადიმერ ბუკოვსკის გარდაცვალება ქართველებში უპირველეს ყოვლისა ზვიად გამსახურდიასთან კავშირის გამო აღძრავს...

ვლადიმერ ბუკოვსკის გარდაცვალება ქართველებში უპირველეს ყოვლისა ზვიად გამსახურდიასთან კავშირის გამო აღძრავს სევდას

Published on

27 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის გამორჩეული წევრი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმერ ბუკოვსკი . 

ბუკოვსკი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ბოლოს   გული გაუჩერდა

პროფესიით ნეიროფსიქოლოგი იყო 1960-70-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი, მან ერთერთმა პირველმა   პირველმა ამხილა საბჭოთა კავშირის სისტემა პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში

1971 წელს ბუკოვსკიმ დასავლეთს 150-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიული ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დეტალები იყო აღწერილი. 1972 წელს სასამართლომ მწერალს საბჭოთა ფსიქიატრიის წინააღმდეგ ცილისწამებაში, უცხოურ პრესასთან თანამშრომლობასა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში დასდო ბრალი  და 12 წლით გაამწესა ციხეში  

1976 წელს დასავლეთის ზეწოლით საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩილელი კომუნისტების ლიდერზე ლუის კორვალანზე გაცვალა. ამ დროიდან ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კემბრიჯში ცხოვრობდა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც. 

ვლადიმერ ბუკოვსკი არაერთი გამორჩეული პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის “საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან კატასტროფამდე”, “განაჩენი მოსკოვში”, “რუსეთის სხვა მწერლები”, “სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიდენტებისთვის” და სხვა.  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბუკოვსკი, სახაროვი, მოროზი და სხვები ახლო კავშირში იყვნენ ზვიად გამსახურდიასთან, რომელიც ამ მოძრაობაში უდიდეს როლს ასრულებდა.

სწორედ ზვიად გამსახურდია იყო მთავარი დამრტყმელი ძალა დისიდენტური თვითგამოცემითი წიგნების პუბლიკაციასა და გავრცელებაში, მისი წყალობით ეღირსა დღის სინათლეს სახაროვის, ბუკოვსკის ბროშურები და პროკლამაციები, საკმარისია ითქვას, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიამ დაბეჭდა საქართველოში თვითგამოცემის წესით ანდრეი ამალრიკის ცნობილი წიგნი ,, მიაღწევს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე”, რომელიც თბილისიდან გავრცელდა მთელ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც მთელი დისიდენტური მოძრაობა უღმესპატივს სცემდა მას და ბუკოვსკისაც არასოდეს შეუკავებია თავი იმისაგან, რომ პატივი მიეგო ზვიად გამსახურდიას ღვაწლისთვის. თუმცა ზვიად გამსახურდიასა და რუს დისიდენტებს შორის ურთიერთობა არ იყო მარტივი – ზვიადი გარკვეული თვალსაზრისით კონფრონტაციაში იყო რუს დისიდენტებთან, რომელნიც რუსეთის გარდაქმნას ცდილობდნენ დემოკრატიული თვალსაზრისით, მაგრამ დემოკრატიის მათეულ გაგებაში არ იყო ადგილი ეროვნული თავისუფლების, როგორც დემოკრატიის ერთერთი უცილობელი პირობის აღქმაში. როგორც თავად ზვიად გამსახურდიამ ბრძანა, რუსული დისიდენტური მოძრაობა იყო პატარა კრემლი დერჟავის მიერ დაპყრობილი ერების ინტერესების მიმართ.

მათი ჩუმი თანხმობით გაშალა ფრთები სუკის ქმედებებმა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და მათი თანამებრძოლების მიმართ, მათი დუმილის პირობებში მიაღწია მიზანს სუკ-ის მცდელობები, მოეხდინა დასავლეთის საზოგადოების დეზინფორმირება ქართველი დისისდენტების და მათი ლიდერის ზიად გამასახურდიას სწრაფვის შესახებ. მაგალითისათვის გავიხსენოთ ამერიკელი კორესპონდენტების, პაიპერისა და უიტნის შემთხვევა, როდესაც ისინი პატიმრობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას ადარებდნენ ჯონ მაკნამარას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ვინც მემარცხენე და პაციფისტურ წრეებში “ქორად” და ვიეტნამის ომის ერთ-ერთ გამჩაღებლად ითვლებოდა. ისინი წერდნენ, თითქოს ქართველი სამართალდამცავი მთელი სერიოზულობით მოუწოდებდა აშშ-ს, ომი გამოეცხადებინა სსრკ-ისთვის. რამდენადაც იმ დროს საკითხი უკვე პატიმრობაში მყოფი ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან შესაძლო გაძევების მიჯნამდე იყო მისული, მსგავსი ჭორი ისევ სუკ-ის წისქვილზე დაასხამდა წყალს – რადგან ასეთი რეპუტაციით რომელიმე დისიდენტს ქვეყანაში არავინ გააჩერებდა, ხოლო დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მისი კეთილგონიერება ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა. ამიტომაც ზვიად გამსახურდიას სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა ამ ვერსიის სასამართლოზე უარყოფისა, რომელიც გააშუქეს ცენტრალურ სატელევიზიო პროგრამა “vremia”-ზე.

ასეა თუ ის,ე ვლადიმერ ბუკოვსკი ერთერთი უკანასკნელი მოჰიკანია იმდროინდელი დისიდენტური მოძრაობიდან, რომლის სახელი აღძრავს მტკივნეულ მოგონებებს ზვიად გასახურდიას ეკლიანი გზის შესახებ, ბუკოვსკის გარდაცვალება სწორედ ზვიად გამსახურდიასთან კავშირის გამო აღძრავს სევდას – მით უფრო, რომ ბუკოვსკი სიმშვიდეში, დიდ ბრიტანეთში, ოჯახუის ხელებში გარდაიცვალა ღრმა სიბერეში, ჩვენი ეროვნული გმირი კი დევნილობაში, მტრად გადაკიდებული ქართველებისგან განწირული ხიბულის გაყინულ და დაყვედრებულ თავშესაფარში გამოესალმა სიცოცხლეს…

სიახლეები

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...