მთავარისიახლეებიმსოფლიოსპეცოპერაცია ისლამური სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ

სპეცოპერაცია ისლამური სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ

Published on

ამერიკულმა ჯარმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ისლამური სახელმწიფოს მეთაურის, აბუ ბექრ ალ ბაღდადის წინააღმდეგ

ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი.

ტრამპი სავარაუდოდ დღეს გააკეთებს განცხადებას ამის შესახებ

სირიის დემოკრატიული ძალების ქურდების დანაყოფის მეთაურის მაზლუმ აბდის თქმით, ისტორიული წარმატება იქნა მიღწეული ერთობლივი დაზვერვითი მუშაობით ამერიკასთან ერთად

ადგილობრივების თქმით, შაბათს ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში. ავიაცია 30 წუთის განმავლობაში ბომბავდა ორ სახლს და ერთი მიწასთან იქნა გასწორებული

ექპერტების შეფასებათ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISIS-ის ლიდერი მოკლულად გამოცხადდა, მაგრამ ოფიციალური პირები უკვე დარწმუნებით საუბრობენ წარმატებულ ოპერაციაზე

ISIS-ის ლიდერი მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადამიანად, რომლის ადგილსამყოფელის შეტყობინებაზე 10 მილიონი დოლარია დაწესებული. ის დაიბადა სამარას ახლოს, ბაღდადის ჩრდილოეთით 1971 წელს და მისი ნამდვილი სახელია იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-us-canada-50198123

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...