მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი ხელოვნურ ინტელექტს ქმნის

პენტაგონი ხელოვნურ ინტელექტს ქმნის

Published on

Microsoft-მა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ღრუბლოვანი გამოთვლების (cloud-computing – კომპიუტერული სისტემა სადაც ფაილების შენახვა და მართვა ხდება ინტერნეტით) კონტრაქტი მიიღო პენტაგონისგან, რასაც წინ უძღოდა აქტიური დაკვირვება ვაჭრობის პროცესზე და, სადაც, Amazon-ი ლიდერად მიიჩნეოდა

10 წლიანი კონტრაქტი, რომელიც განკუთვნილია ერთობლივი თავდაცვითი ინფრასტრუქტურისთვის, მიზნად ისახავს, ამერიკის თავდაცვითი ტექნოლოგიები გახდეს უფრო მოქნილი

Amazon-ი გაკვირვებული დარჩა პენტაგონის გადაწყვეტილებით და არ აქვს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ამისთვის კომპანიას 10 დღიანი ვადა აქვს

რას გულისხმობს კონტრაქტი და რა არის ჯედაი?

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს სურს, რომ შეცვალოს მოძველებული კომპიუტერული სისტემა “ღრუბლოვანი” სისტემით

კონტრაქტის მიხედვით, Microsoft-მა უნდა შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე (Artificial Intelligence – კომპიუტერული მეცნიერება, რომელიც მიმართულია ისეთი მექანიზმების განვითარებაზე, რომლებიც ფიქრობენ და მოქმედებენ, როგორც ადამიანები. შეეძლებათ, მაგალითად, აზრის გაგება, პრობლემის გადაჭრა, შესწავლა და დაგეგმვა) დაფუძნებული ანალიზი და უზრუნველყოს სამხედრო საიდუმლოებების ონლაინ გავრცელება სხვადასხვა სამსახურებს შორის

რაც შეეხება სატენდერო პროცესს, Amazon-ი ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ ტრამპის მხრიდან გამოთქმულმა პრეტენზიებმა ამ კომპანიის მიმართ, ეს ვითარება შეცვალა

ტრამპი დიდი ხანია აქტიურად აკრიტიკებს Amazon-ს და მის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს, რომელიც ასევე ფლობს Washington Post-ს

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/technology-50191242

სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...