მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ"- გიორგი გახარია მეუფე იაკობზე

“პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ”- გიორგი გახარია მეუფე იაკობზე

Published on

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ნათქვამს, რომ ის, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფეს პატრიარქის გადაყენებასა და მის ნაცვლად მოსაყდრე შიოს დანიშვნაზე “ეჩალიჩებოდნენ”. 

“პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო,” – ამბობს გახარია. მის ამ კომენტარს იმედი ავრცელებს. 

პრემიერმინისტრის თქმით, ამ საკითხზე მისი სერიოზული კომენტარი ისაა, რომ პატრიარქი ილია II უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში წარსულის, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლოა.

“ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს” – ამბობს გახარია. 

შეკითხვაზე, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ასეთ განცხადებებს, გახარია პასუხობს, რომ ეს ჟურნალისტებმა თავად მეუფეს უნდა ჰკითხონ. 

“სისულელეებს ნუ მეკითხებით,”- ამბობს გახარია.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ პირველის ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას “ეჩალიჩებოდნენ”, რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. 

“მაგ სამი კაცისთვის ვინმეს რომ არ დაევალებინა… პირდაპირ ბრძოლად ვუცხადებ ვინც მაგათ ეგ დაავალა. მითხრეს, რომ… პირდაპირ გეტყვით, ვანოს ჩხარტიშვილის ის იყო ბიძინასთან… ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ,”- თქვა მეუფე იაკობმა. 

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...