მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მაშინ გადმოსწიეს სადღაც 800 მეტრი, თუ რაღაცა...სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ,...

“მაშინ გადმოსწიეს სადღაც 800 მეტრი, თუ რაღაცა…სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ, შევდივართ? ვერა. დაკეტილია”- გომელაური ბორდერიზაციაზე

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით პირველი  კომენტარი ზუგდიდში გააკეთა.

“ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო და მაგათ არც უნდა შევკითხებოდით, მაშინ გადმოსწიეს სადღაც 800 მეტრი, თუ რაღაცა… ჩვენი პრევენციული ღინისძიება მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ჩაგვითრიონ დაძაბვაში, არ მოხდეს რამე შეტაკება ან სროლები. ეს არის ყველაზე მთავარი”, – განაცხადა გომელაურმა.

მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადგილზე შესვლის უფლება იმიტომ არ ეძლევათ, რომ ევროკავშირის დამკვირვებელი დააკავეს და გადაიყვანეს ცხინვალში და იგივე შეიძლება მოხდეს ჟურნალისტების მიმართაც.

კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორია – გომელაური პასუხობს, რომ უსაფრთხო არაა, რადგან იქ მცხოვრებ ადამიანებსაც აკავებენ რუსი ოკუპანტები და შემდეგ მათ უწევთ მოლაპარაკება ცხელი ხაზის გააქტიურება.

“ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ არ მოხდეს შეტაკება და ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან ან აქედან დაა არ გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“ცუდია რომ ამბობენ, გაავლებენ ღობეს, დაკარგა სახელმწიფომ კიდევ ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ. სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ, შევდივართ? ვერა. დაკეტილია. ღობე იქნება იქ, თუ რუსული ჯარი იდგება, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ღობეს ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ 500 მეტრი დაკარგა, არასწორია” – განაცხადა გომელაურმა

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...