მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიოში საპროტესტო აქციების გახშირება გაეროს შეშფოთებას იწვევს

მსოფლიოში საპროტესტო აქციების გახშირება გაეროს შეშფოთებას იწვევს

Published on

გაერო მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციებით შეშფოთებულია. ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისარი განმარტავს, რომ უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად აქციებს ძალის გამოყენებით შლის.

გაერო ბოლივიაში, ჩილეში, ეგვიპტესა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში სპეციალურ კომისიას გაგზავნის, რომელიც აქციების დაშლის საკითხს შეისწავლის. ბოლო მონაცემებით დემონსტრაციები 20-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს.  მოქალაქეები ყველგან მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.

გაეროს უმაღლესი კომისარი რავინა შამდასანი ფიქრობს, რომ ყველა ამ ქვეყანაში პროტესტს ერთი რამ აერთიანებს, მოსახლეობის უკმაყოფილება სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და კორუფციის გამო. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...