მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანმა რუსეთის დაკვეთა შეასრულა - ჰაკერი სუმბაევი რუსეთშია ექსტრადირებული

თეა წულუკიანმა რუსეთის დაკვეთა შეასრულა – ჰაკერი სუმბაევი რუსეთშია ექსტრადირებული

Published on

დღეს დილით ლარსის გამშვებ პუნქტზე კრემლის მიერ დევნილი იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადაცია განხორციელდა. რუსი ჰაკერი რუსეთის მხარეს თეა წულუკიანმა გადასცა და ამით მოსკოვის დაკვეთა შეასრულა

თეა წულუკიანმა ექსტრადირებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, რომ ეს აქტი ხორციელდება მისი ბრძანების საფუძველზე, რომელიც 30 სექტემბერს გამოსცა. , ,მანამდე, საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები, ატყუებდნენ მედიას და საზოგადოებას. მე მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი – სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადირების შეჩერებაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რუსეთში ძებნილმა ჰაკერმა, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა გუშინ პირდაპირ დაასახელა ის პოლიციელები, რომლებმაც მისი მტკიცებით, გაიტაცეს, აწამეს და ფული გამოსძალეს, კერძოდ პოლიციელები გივი გოდერძიშვილი და მარად გაგნიძე, თუმცა საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთი ბრალად მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

სუმბაევი არ არის პირველი მოქალაქე, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ გადასცა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...