მთავარისიახლეებისაზოგადოებამძღოლს, რომელიც ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას...

მძღოლს, რომელიც ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა – შსს

Published on

შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა. უწყების ცნობით, მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და ზუგდიდიდან ნაწულუკუს მიმართულებით გზა გააგრძელა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა.

“23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ “ოპელის” მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს, შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელ რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა. რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ “ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი, 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში”,- აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.“

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...