მარნეულის საარჩევნო ოლქის 48 – ე საარჩევნო უბანზე დღეს გამართული, პარლამენტის განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგებით გამარჯვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა მოიპოვა, მას ხმა 367 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მის კონკურენტს, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს თამაზ ნავერიანს 315 ამომრჩეველმა.
8 ოქტომბერს გამართული მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნების შედეგად მარნეულის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა
ნაციონალური მოძრაობა- აჰმედ იმამყულიევი: 9645 ხმა, რაც საერთო ხმების 47.91%-ს შეადგენს.
ქართული ოცნება – თამაზ ნავერიანი: 8738 ხმა ანუ საერთო ხმების 43.41%.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის #48 უბანზე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში მდებარეობს, მომხდარი ინციდენტის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 8 ოქტომბერსმ ამ უბანზე გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა. განმეორებითი არჩევნები სოფელ ყიზილაჯლოში დღეს გაიმართა.