მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოცხადდება თუ არა საჯარო სკოლებში დასვენების დღეები მასწავლებელთა და მასწავლებლობის...

გამოცხადდება თუ არა საჯარო სკოლებში დასვენების დღეები მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების პერიოდში?

Published on

გამოცხადდება თუ არა მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების პერიოდში საჯარო სკოლებში დასვენების დღეები? ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების ვადები.

ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულის პერიოდში გამოცდების ჩატარების ლოკაცია სწორედ საჯარო სკოლების შენობებია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არდადეგების გამოცხადების შესახებ მიღებული არ არის.

„როგორც ცნობილია, არდადეგები მინისტრის ბრძანებით უკვე გაწერილია და იქ ეს პერიოდი არ გახლავთ მოხსენიებული. თუმცა, როგორც იცით, მინისტრს ბოლო ცვლილებით მიეცა  დისკრეციის წესით ბრძანების გამოცემის უფლება სწორედ არდადეგებთან მიმართებაში, თუმცა ჯერ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და თუ იქნება, საზოგადოებას ეცნობება“, – აცხადებენ უწყებაში .

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...