მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

Published on

ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი.

ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ლევან დათიკაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა.

მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხი ახალი შენობა გაიხსნა და აღიჭურვა.

„რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ხელს შეუწყობს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...