მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება შეხვდეს. აღნიშნული საკითხი ოკუპანტი ქვეყნის ემისრის, ვლადიმერ ხომერიკის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსგავსი აუდიენცია არ გამორიცხა. მეტიც ხომერიკი ამბობს, რომ ორი ქვეყნის პირველი პირები ერთ მაგიდასთან უნდა შეიკრიბონ.

მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა სწორედ გახარია-პუტინის მოლაპარაკების მომზადებას ისახავდა მიზნად.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას მთავრობის მეთაურისგან მსგავსი დავალება არ მიუღია.

“არსად არ წერია, რომ რახან მინისტრები შეხვდნენ, აუცილებლად შეხვდებიან პირველი პირები. ვნახოთ ეს ურთიერთობა მომავალში როგორ გაგრძელდება, მაგრამ ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის იყო. ასეთი რამ (გახარია-ლავროვის) შეხვედრა არ იგეგმება”- თქვა ხომერიკმა.

რაც შეხება ვლადიმერ ხომერიკს, მან საქართველო უკვე დატოვა. გახარიას კი დღეს პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...