მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ბათიაშვილი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ირაკლი ბათიაშვილი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

Published on

სტრასბურგის სასამართლოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ირაკლი ბათიაშვილის საჩივრის შესახებ, ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი ეხმიანება და სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აქვეყნებს

“ეს დღეები გვიკიჟინებენ, რომ ირაკლი ბათიაშვილმა სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ მოიგო.

მოვიცალე და წავიკითხე გადაწყვეტილება, რომელშიც ნათლად წერია:

✔️2006 წელს მის მიმართ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, სამართლიანი და ევროპულ პრინციპებთან თანხვედრილი. შესაბამისად ამ საკითხზე პრეტენზიები უარყო სტრასბურგმა;

✔️მისივე სისხლის საქმის მასალებზე წვდომა სრულად ჰქონდა და ამ საკითხზეც პრეტენზიები უარყო სტრასბურგმა;

✔️მისი დაკავება და საქართველოში მისთვის პატიმრობის შეფარდება არ იყო პოლიტიკური მოტივით განპირობებული, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია სასამართლო ორგანოების პოლიტიკური ნიშანდებით იარაღად გამოყენებას; სტრასბურგმა აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე ის პრეზიდენტმა შეიწყალა, საქმეზე გამოძიების დასრულებისთანავე გათავისუფლდა პატიმრობიდან და მთლიანობაში მისი წინასწარი პატიმრობა სულ 4 თვემდე გაგრძელდა;

✔️დადგინდა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლის განჩინებით მიყურადების ამსახველი ჩანაწერი კერძო ტელევიზიაში გავიდა არასრულად იმდაგვარად, რომ და მისი ბრალდებულად ყოფნის პერიოდში შეიქმნა მისი დამნაშავეობის უტყუარი რწმენა. ესაც დადგინდა იმის გამო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ წარადგინა არგუმენტი ფარული ჩანაწერი მონტაჟით შსს-მ მიაწოდა ტელევიზიას, თუ ტელევიამ დაამონტაჟა.

ამ გადაწყვეტილებით ბათიაშვილი არ გაუმართლებიათ და მის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი არ გადაინისჯება”.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...