მთავარისიახლეებიკულტურალიტერატურული პრემია "ლიტერას" გამარჯვებული ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია გახდა

ლიტერატურული პრემია “ლიტერას” გამარჯვებული ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია გახდა

Published on

ზუგდიდელი პოეტი, ტელეკომპანია “ოდიშის” სახე, ლიტერატურული გადაცემა “თეზისის” ავტორი და წამყვნი ნიკა ლაშხია ლიტერატურული პრემია “ლიტერას” გამარჯვებული გახდა. დებიუტი “დონორი” გახდა წარმატების მომტანი ახალგაზრდა პოეტისთვის, რომელიც წინანდლის პრემიის გამარჯვებულიცაა.”ლიტერას” დაჯილდოების ცერემონია თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა. პრემია 2015 წლიდან ტარდება განათლების სამინისტროსა და მწერალთა სახლის ეგიდით. წლევანდელი გამარჯვებულები არიან:

რომანი – ზურაბ ქარუმიძე – „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

პროზაული კრებული – დათო გორგილაძე – „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

პოეტური კრებული – ბექა ახალაია – „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

დოკუმენტური პროზა – ნინო ლომაძე – „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“.

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა – „SHEROES”, გამომცემლობა წიგნები ბათუმში.

დებიუტი – ნიკა ლაშხია – „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და იაგო თვალაბეიშვილი – „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L.

წიგნის დიზაინი – თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ.

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...