მთავარისიახლეებისაზოგადოება24 გარდაცვლილი, 321 მოწამლული - CO-სთან დაკავშირებული სავალალო სტატისტიკა მიმდინარე...

24 გარდაცვლილი, 321 მოწამლული – CO-სთან დაკავშირებული სავალალო სტატისტიკა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის ჩათვლით

Published on

მიმდინარე წელს CO-თი ინტოქსიკაციით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2019 წელს მხოლოდ CO-თი ინტოქსიკაცია 321-მა ადამიანმა მიიღო. „ეს არის სტატისტიკა 1-ელი სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული 22 518 დანადგარი ჩაიჭრა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შემოწმების გამკაცრება და ასევე, სხვა, რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

„მხოლოდ 2018 წელს ჩვენი თანამშრომლების მიერ 65 500 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარია ჩაჭრილი, მიმდინარე წელს 22 518, სექტემბერში კი 2 918. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანიის აზრით, არა მხოლოდ შემოწმების გამკაცრებაა საჭირო, არამედ რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენმა აბონენტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...