მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის აქ არის''... - სახელმწიფო მოხელეების დიდი მობილიზაცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე

,,ის აქ არის”… – სახელმწიფო მოხელეების დიდი მობილიზაცია ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე

Published on

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე ლაპარაკობს საარჩევნო ადმინიტრაციების არაკომპეტენტურობაზე, რომელმაც დღესაც   მარნეულში და ზუგდიდში მიმდინარე განმეორებითი არჩევნებზე იჩინა თავი.  იყო ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები, ასევე ძალიან დიდი მობილიზაცია სახელმწიფო მოხელეების და სხვადასხვა გაურკვეველი უცხო ადამიანის საარჩევნო უბნებთან.- აცხადებს ირაკლი აბესაძე, 
სახლმწიფო მოხელეების დიდ კონცენტრაციაზე ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძეც: ,ჯიხაშკარში სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული. ყველა უწყების პირველი პირი უბნის შესასვლელებთან დგანან. ნებისმიერმა ამომრჩეველმა სამთავრობო კორიდორი უნდა გაიაროს უბანზე შესვლამდე'' – წერს იგი თავის ფეისბუქგვერდზე.
ფეისბუქმომხმარებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ   ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომლის ემისრებს ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიური მიმოსვლა ჰქონდათ მოსახლეობაში ,,საერთო ენის გამოძებნის მიზნით'',  ცდილობს ამით  ,,ზედმეტად შეახსენოს ამომრჩეველს თავისი არსებობა და გარკვეული, არაპირდაპირი  ზემოქმედება მოახდინოს  ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე. ''
 
 
 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...