მთავარისიახლეებიმსოფლიობრექსითი პოლიტიკური მეცნიერების მიმართ ინტერესს აღვივებს

ბრექსითი პოლიტიკური მეცნიერების მიმართ ინტერესს აღვივებს

Published on

28 პროცენტით გაიზარდა იმათი რაოდენობა, ვისაც სურს პოლიტიკის კურსზე ისწავლოს 2016 წლის რეფერენდუმამდელი პერიოდიდან

ბრიტანეთში, 2013 წლიდან 2018 წლამდე 34,275-დან 47,445-მდე გაიზარდა აპლიკაციათა რაოდენობა პოლიტიკის კურსზე

ლივერპულის უნივერსიტეტის პოლიტიკის ლექტორი ჯონ ტონგი ამბობს, რომ ისეთმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, როგორიცაა შოტლანდიის დამოუკიდებელი რეფერენდუმი და 2015 წლის საერთო არჩევნებმა აგრეთვე წაახალისა აპლიკაციათა რაოდენობა

ასევე, ახალგაზრდების ყურადღება მიიქცია პოლიტიკური დებატების სასტიკმა და ტოქსიკურმა ბუნებამ

ტესიდის უნივერსიტეტის პოლიტიკის კურსის ლექტორი კრისტოფერ მასი, ეთანხმება აზრს, რომ ბრექსითს აქვს დიდი გავლენა სტუდენტების რაოდენობაზე, მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობამ და საპროტესტო მოძრაობებმა კლიმატის ცვლილების კუთხით აგრეთვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

“თქვენ ახლა არ შეგიძლიათ თავი აარიდოთ პოლიტიკას – მან შოუბიზნესიც კი ამოაგდო მთავარი სიახლეებიდან, რადგან ეს რაღაც ქმნის მათ ცხოვრებას”

იორკის კოლეჯის პოლიტიკის სტუდენტები ტედ ჰოლასი და ჰარი სუტერი იმედოვნებენ, რომ შეისწავლიან პოლიტიკას უნივერსიტეტში

17 წლის ტედი, რომელიც თავის თავს მიიჩნევს მემარჯვენედ, მაგრამ სოციალურად ლიბერალად, ამბობს: “მე ვიგებ, რომ ხალხს მობეზრდა ბრექსითზე საუბარი, მაგრამ მე ძალიანაც მაინტერესებს. პარლამენტში მიმდინარე პროცესებს დეტალურად ვაკვირდები და მომწონს აღნიშნული დრამა”

“მე მომწონს პოლიტიკის კარიერა და მინდა გამოვცადო თავი იქ”

“მე წარმომიდგენია, თუ როგორი რთული იქნება ეს, მაგრამ ეს არ მაშინებს”

18 წლის ჰარი, რომელიც მემარჯვენედ აფასებს საკუთარ თავს, ამბობს: “მე დავინტერესდი პოლიტიკით სოციალური მედიის გავლენით”

“როცა ბრექსითი შედგა და ტრამპის არჩევა მოხდა, ამან განაპირობა პოლიტიკით დაინტერესება. რადგან ხალხს ძალიან მძაფრი ხედვები აქვთ და შენც ერთვები ამასში”

“მე მომწონს რაზეც ვსაუბრობ და პოლიტიკის შესწავლა ამაში მეხმარება. კარგია, როცა ვინმესთან საუბრობ და შეგიძლია ახსნა შენი მოსაზრებები”

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/uk-politics-50071242

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...