მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ დროისათვის ზუგდიდის ოლქის საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი ხარვეზები...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ დროისათვის ზუგდიდის ოლქის საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ფიქსირდება

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე,  ერთობლივად აქვეყნებენ  მონაცემებს ა12:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.   
,,12:00 საათის მდგოამრეობით, 2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) მშვიდად მიმდინარეობს.- ნათქვამია მათ განცხადებაში – 
დაკვირვების ფარგლებში სამივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. თუმცა ჯიხაშკარის ორივე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც პროცედურები სანთლის შუქზე ჩატარდა, ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა.
სამივე უბნიდან მცირე ხნით დაგვიანდა გადასატანი ყუთის გატანა (განმუხურის 38-ე უბანზე 15 წუთით, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე 19 წუთით და 108-ე უბანზე 10 წუთით). აღნიშნული გამოწვეული იყო პროცედურების არადროული შესრულებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ კომისიებს უჭირთ პროცედურების განსაზღვრულ დროში დასრულება.
108-ე უბანზე საარჩევნო სუბიექტის და კომისიის წევრს შორის შეკამათება მოხდა, სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა ვითარება მალე დალაგდა.
საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები და პროცესი მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესით

სიახლეები

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...