მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც ...

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება

Published on

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის მიერ  საინფორმაციო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით,  მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც    მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
კერძოდ, ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, თითქოს კენჭისყრის პროცესი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო. 
„პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე 08:15 საათზე შევიდა და რა თქმა უნდა, ამომრჩევლის შესვლის შემდეგ დაიწყებოდა კენჭისყრის პროცესი“, – განმარტა ანა მიქელაძემ. 
მისივე თქმით, 48-ე საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილი პირი იმყოფება, რამაც გარკვეული პროცესების შეფერხება გამოიწვია. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში მითითებულია, თითქოს 48-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხმამაღლა არ გამოაცხადა.
„ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უბანზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, შესაბამისად, უბანზე იყო გარკვეული ხმაურიც და შესაძლოა, ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვერ გაიგო გამოცხადებული ინფორმაცია, თუმცა მთავარია, რომ კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია გამოაცხადა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. 
მისივე თქმით, რამდენიმე საჩივარი შეეხება ამომრჩევლების მიერ კაბინების გარეთ ხმის მიცემის მცდელობის განხორციელების ერთეულ ფაქტებს. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ერთეული ფაქტები დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა თავად კომისიის წევრების მიერ.
„როდესაც თავად ამომრჩევლები ცდილობდნენ ხმა მიეცათ კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრები მიუთითებდნენ ამომრჩევლებს, რომ შესულიყვნენ კაბინაში და იქ განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...