მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი - ჯიშკარიანს 4-ჯერ ჰქონდა ინფარქტი, 1 ჭიქა კონიაკი ყოველდღე აუცილებლად უნდა...

ადვოკატი – ჯიშკარიანს 4-ჯერ ჰქონდა ინფარქტი, 1 ჭიქა კონიაკი ყოველდღე აუცილებლად უნდა დაელია

Published on

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი და ამიტომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეში 1 ჭიქა კონიაკი აუცილებელია. 

“ნაბახუსევი ნამდვილად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ ჭიქა კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო ყოველდღე. ოთხჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი. აუცილებელი.

ილია ყოველდღიურად თითო ჭიქა კონიაკს სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი. ალკოჰოლიზმი არ აქვს. მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შეჩვეული იყო. 1 ჭიქა კონიაკს იღებდა ყოველდღე”, – თქვა მარიამ კუბლაშვილმა “მთავარი არხის ეთერში”. 

მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძის საქმეზე საუბრისას არაერთხელ თქვა, რომ მსხვერპლი ალკოჰოლს იღებს და რომ “აქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი”. მან “მთავარი არხის” დღევანდელ ეთერშიც გაიმეორა, რომ თოდაძემ ჯიშკარიანთან ინციდენტის პროვოცირებაც მოახდინა, ვინაიდან “უკიდურესად იყო ნასვამი”. 

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...