მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა თადუმაძე - „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს...

შალვა თადუმაძე – „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“

Published on

გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გახსნა.

ღონისძიებაზე საპროკურორო საბჭოს ცხრა ახალი წევრი უნდა აირჩიონ, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ეწურება.

„საპროკურორო საბჭო არის ინსტიტუტი, საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, დღეს ვიკრიბებით, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. იმედი მაქვს, რომ ახალი კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი.

საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც კონსტიტუციით პროკურატურა არის ძალიან დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს, თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მიიღოს მონაწილეობა. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის ხარისხის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მოსმენას და პროკურორებს მიმართა.

„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...