მთავარისიახლეებიპოლიტიკა”საქმე გვაქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმთან.“-არასამთავრობოები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ

”საქმე გვაქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმთან.“-არასამთავრობოები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ

Published on

საპარლამნეტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ქონდათ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როცა კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული საჩივარი არ ჩაიბარა, რაც არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს.საარჩევნო კოდექსის არცოდნის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელი დემეტრე ლომაძე.
”საქმე გვაქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმთან. დაფიქსირდა ფაქტები, როცა მაგალითად კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაიბარა საჩივარი და ეგონა, რომ ამით პრობლემა აიცილა თავიდან. ასევე დაფიქსირდა კოდექსის არცოდნის შემთხვევებიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერი საარჩევნო კოდექსს უკავშირდება, ვინაიდან იქ არ არის გათვალისწინებული, რა არ ეპატიება საარჩევნო კომისიის წევრს”, – განაცხადა ლომაძემ.
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...