მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

Published on

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, მ.კიკალეიშვილის ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხამისკურში მერის წარმომადგენლის თეიმურაზ კაკულიას ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლიდან საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომვწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...