მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა...

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება

Published on

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გიგა ბოკერიას პოზიციის შეფასებას შეეხებოდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არ არის მომხრე გამოთქმის –  „ივანიშვილი ციხეში“.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მათი პარტიის მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ კანონის უზენაესობა.

„ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალ წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, მათ არ ემუქრებათ ხიფათი, არ ემუქრებათ არასტაბილურობა და შურისძიების ახალი ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნები იქნება უგულვებელყოფილი, კანონი იქნება ყველასთვის დაცული.  ადამიანებს პასუხი მოეთხოვება ჩადენილი უკანონობებისთვის, მაგრამ განსხვავება შურისძიებასა და კანონის უზენაესობას შორის გახლავთ ეს, რომ კანონის უზენაესობის პირობებში დაცულია კანონი, ხოლო შურისძიების პირობებში დგება იმ ადამიანების სია, ვის მიმართაც უნდა მოიძებნოს დარღვევა და წავიდეს ციხეში, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა 2012 წელს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, რომელი ურჩევნია – კანონის უზენაესობა, თუ შურისძიების ახალი ტალღა.

​„ჩვენ არ ვადგენთ შურის საძიებელი ადამიანების სიას, ჩვენ არ ვადგენთ სიას, ვინ უნდა დაისაჯოს ხელისუფლების შეცვლის მერე. არავის დასჯა არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს მშვიდად, მაგრამ კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა – ეს არის კანონის უზენაესობის ნაწილი. რომელი ურჩევნია ამომრჩეველს, კანონის უზენაესობა, თუ შურისძიების ახალი ტალღა, ეს გადაწყვიტოს ხალხმა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...