მთავარისიახლეებიეკონომიკათბილისში მოძველებული ტაქსებით მომსახურება სავარაუდოდ აიკრძალება

თბილისში მოძველებული ტაქსებით მომსახურება სავარაუდოდ აიკრძალება

Published on

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.

გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.

„ რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, მათ არ მოეთხოვებათ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“ -აცხადებენ თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურში, თუმცა დასძენენ, რომ რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან.

ეს პირველ რიგში ეხება ფასების რეგულირების საკითხს, სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევა არც რეფორმის მესამე ეტაპის დღის წესრიგში დგას.

„ფასების რეგულირების საკითხში ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ. პირიქით, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ფასიც, ტაქსების რაოდენობაც და მომსახურების ხარისხიც. ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე. თუ ტაქსის მძღოლების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათთვის. ფასის გაძვირებაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდიდან თბილისში მოძრავი ტაქსები ორ – A და B კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას.

A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება აქვთ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.

სიახლეები

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...