მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხში ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაშავდა

რუხში ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაშავდა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ნაწულუკუს უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მიმავალ სუბარუს მარკის ავტომობილს შეეჯახა. 3 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევები უტარდებათ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...