მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას

დონალდ ტრამპი: თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, თურქეთს სანქციები დაუწესოს, თუკი თურქები ქურთებს ჰუმანურად არ მოექცევიან.

,,თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, მე გავანადგურებ მის ეკონომიკას, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა „თეთრ სახლში“ ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს, თუკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს.

ეს განცხადებები დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ არა მხოლოდ „დემოკრატების“ არამედ ტრამპის თანაგუნდელ „რესპუბლიკელების“ კრიტიკა დაიმსახურა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილმა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ, განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, მიეტოვებინა მოკავშირე ქურთები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ებრძვიან, საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეხმარება აშშ-ის მეტოქეებს – რუსეთს, ირანსა და თურქეთს. მისი თქმით, „კონგრესმა ამ გადაწყვეტილების კატასტროფული შედეგების წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს.“

„რესპულიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ თუკი ტრამპი ამ გზით სვლას გააგრძელებს, ეს იქნება მისი პრეზიდენტობის უდიდესი შეცდომა

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...