მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩორჩანასა და გუგუთიანთკარის საკითხები იქნება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩორჩანასა და გუგუთიანთკარის საკითხები იქნება

Published on

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეები მთავარ საკითხებს დისკუსიის ფორმატში დაუბრუნდებიან. ოფიციალური თბილისი გახშირებულ გატაცებებზე, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებსა და ბორდერიზაციის საკითხზე ისაუბრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი თემა ჩორჩანასა და გუგუთიანთკარში მომხდარი ფაქტები იქნება.

“ფონი საკმაოდ რთული არის ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. ახალი მომლაპარაკებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აქ მთავარია არა პიროვნული თვისებები, არამედ თუ რა პოზიცია აქვს თვითონ ქვეყანას და ასე ვთქვათ, სტრატეგიითა და ტაქტიკური მონახაზით ჩამოდის. თუმცა, თავისთავად, ვფიქრობთ, რომ ყველა ახალ ადამიანს შეუძლია დადებითი დინამიკა შემოიტანოს. წინასწარ რთულია რამე მოლოდინებზე საუბარი. სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულ გარღვევას არ ველოდებით, მაგრამ იმედია ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გადადგამს ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 8 ოქტომბერს დაიწყო.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...