მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ჩვენი გადასახადებით ვლადიმერ ბედუკაძესაც აფინანსებს

ხელისუფლება ჩვენი გადასახადებით ვლადიმერ ბედუკაძესაც აფინანსებს

Published on

საქართველოს ხელისუფლება სხვა ანტიდასავლურ და სიძულვილის ენის გამავრცელებელ მედიებთან ერთად, ციხის კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის ონლაინ სააგენტოსაც აფინანსებს.

“თბილისი 24” ერთ-ერთია იმ 7 გამოცემიდან, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტი გაუფორმა.

მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ  კვლევა  “მედიის განვითარების ფონდმა” ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ უცნობია, კონკრეტულად რა თანხა მიიღო “თბილისი 24”-მა. გამოცემას საბიუჯეტო სახსრები სარეკლამო კომპანია “კლიპარტის” მეშვეობით გადაერიცხა. კონტრაქტის ღირებულება 7 მედიისთვის 50 ათასი ლარია, თუმცა უცნობია, რამდენი მიიღო თითოეულმა.

საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” 2015 წელს დაფუძნდა. მისი მფლობელები 2019 წლის 12 აპრილის ცვლილებებამდე გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) იყვნენ, ხოლო აპრილში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მაია შაიშმელაშვილი ვლადიმერ ბედუკაძემ ჩაანაცვლა და გამოცემის 50%- იანი წილის მფლობელი გახდა.

2018 წელს ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორმა” “თბილისი 24”-ის მიერ რუსეთის ტელეარხ Россия 1-ის მსგავსად ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ციტატები გაყალბების შემთხვევა გამოავლინა. გარდა ამისა, თბილისი 24 რუსეთის პროპაგანდისტული მედიების მასალებს და ვლადიმერ ბედუკაძის მანიპულაციურ პუბლიკაციებს აქვეყნებდა. მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნდა ბედუკაძის სტატია, რომელიც საბჭოთა ავტორიტარი მმართველის და სტალინის რეპრესიული რეჟიმის გამართლებას და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებას ახდენდა: “დღეს გვჭირდება ბერია”, რომელიც მის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული – “არ გაპატიებენ ლავრენტი, მოგკლავენ” სტატიის გაგრძელებაა.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მედიების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდას ტირაჟირებენ. 2018 წელს გამოიკვეთა 7 მედია, რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტებს უფორმებენ.

სიახლეები

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....