მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ,,ჩაირიცხა'' შალვა თადუმაძე 1993 წელს უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს გაიხსნა

როგორ ,,ჩაირიცხა” შალვა თადუმაძე 1993 წელს უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს გაიხსნა

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ გაასაჯაროვა ამ საკითხზე ჩატარებული თავისი კვლევის შედეგები და დოკუმენტების ასლები.

დიპლომის მიხედვით, თადუმაძე სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტის დაარსების თარიღად 1994 წელია მითითებული.

“სწავლების დაწყების თარიღად თადუმაძეს 1994 წელი აქვს მითითებული იუსტიციის საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში და საჯაროდაც იგივეს ადასტურებს. ანალოგიური ინფორმაციაა განთავსებული საპროკურორო საბჭოს გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო”, — განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ეს საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ და არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ

თავად თადუმაზე კი ამ საკითხს გვერდს უვლის:

ჯერ კიდევ მთავარი პროკურორობის კანდიდატობისას მისი განათლების შესახებ კითხვებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უპასუხა ისე, რომ   არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელი უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრა. 

“მე, 1994-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად, კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, იმიტომ რომ დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, რამდენად შესძლო განათლებამიღებულმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ 6 წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები. – განაცხადა შალვა თადუმაზე.

მას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს ახლაც, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძვის – თუმცა ამ საქმის გასაღები საძიებელი არც არის – საქმე სწორედ ისაა, რომ მილიარდერს ემსახურებოდა

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...