მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო'' - სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ...

,,ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო” – სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ გაიხლართა თავის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებში

Published on

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სალომე ზურაბიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა -ინფორმაციას ავრცელებს ТАСС -ი

,,საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში თავისი ანტირუსული განცხადებების გამო და გაემიჯნოს ამ რიტორიკას“,- განაცხადა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ სიძულვილის ენისთვის და აუხსნას თავისი პოზიციის შესახებ საზოგადოებას. ვოლოდინს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული ურთიერთობა ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზე.

დუმის სპიკერმა აღნიშნა, რომ ანტირუსული დღის წესრიგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიცირებული და შემდგომ განხორციელებულია აშშ-ს სატელიტი ქვეყნების მიერ ,რომელთა შორისაც მოიაზრებს ბალტიის სახელმწიფოებს, პოლონეთს, უკრაინასა და საქართველოს. მისი თქმით, ზემოხსენებული ქვეყნები განვითარებაზე არ ფიქრობენ, რადგან ირჩევენ კონფლიქტის გზას, როცა შეიძლება ურთიერთობების დამყარება, ურთიერთპატივისცემა, კეთილმეზობულური დამოკიდებულების გაჩენა. ვოლოდინის თქმით, ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან კონფლიქტისკენ ესწრაფვიან უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში.

საქართველოზე საუბრისას, რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვიღაცას აწყობდა თბილისისა და მოსკოვის ერთმანეთში დაპირისპირება რუსული საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისას. რუსი დეპუტატის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრეზიდენტს არსებული სიტუაცია ლოგიკურად შეეფასებინა, მან რუსეთი გამოიყვანა აგრესორად და დამნაშავედ კონფლიქტისა და დაპირისპირების გაღვივებაში.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...