მთავარისიახლეებიეკონომიკამინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი - თბილისში დაგეგმილი კონფერენციის თემა

მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი – თბილისში დაგეგმილი კონფერენციის თემა

Published on

საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენციაა დაგეგმილი. კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ არის ორგანიზებული საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით

კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში.

„ახლა პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, სადაც სამუშაო ჯგუფში ჩვენც, შრომის სამინისტრო აქტიურად ვართ ჩართულები. მუშაობა მიმდინარეობს შრომის კოდექსის ცვლილებებზე, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის, ქალებისა და მამაკაცებისათვის. რა თქმა უნდა, არის ასევე მინიმალურ ხელფასზეც საუბარი, თუმცა შრომის კოდექსში ეს განმარტება არ არის. ორგანული კანონი მინიმალურ ხელფასს არ არეგულირებს. საჭიროებაა, რომ ცალკე დარეგულირდეს მინიმალური ხელფასი. თუ რამდენი იქნება მინიმალური ხელფასი, როგორი ფორმით იქნება დაანგარიშებული, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესშია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის საშუალო ხელფასი, რომელიც საქართველოში 1200 ლარია და საარსებო მინიმუმი, რომელიც თუ არ ვცდები, დაახლოებით 185 ლარია. ეს 2 ფაქტორია გასათვალისწინებელი მინიმალური ხელფასის დაანგარიშებისას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...