მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა

მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა.

„წყლის შემთხვევაში დაფიქსირდა წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა, კონკრეტულად მიკრობიოლოგოური დარღვევა. ასევე დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დარღვევები ყველში, რძის პროდუქტებში, – აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა შველიძე.

მისი განმარტებით, რეაგირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია წყალში არსებული დარღვევების შესახებ უკვე მიაწოდა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას.

ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების ჩატარებას ბაღისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანიაშიც გეგმავს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მარტვილის N2 ბაღში ბავშვების ინტოკსიკაციასთან დაკავშირებით შეტყობინება 30 სექტემბერს შევიდა, რის შემდეგაც სააგენტოს რეგიონული ინსპექტირების ჯგუფებმა ადგილზე არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს. აიღეს ლაბორატორიული სინჯებიც.

30 სექტემბერს მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...