მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო: ნაციონალური მოძრაობა – 36%,...

ზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო: ნაციონალური მოძრაობა – 36%, „ქართული ოცნება“- 27%.

Published on

,,თაიმერი” ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს ქართული ოცნების მიერ ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევების შესახებ.

გამოკითხვა ზუგდიდის 108 უბნიდან 43 უბანში ჩატარდა. კვლევის შედეგების თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 36%, „ქართულ ოცნებას“- 27%. მომრჩეველთა 17% გადაწყვეტილი არა აქვს თუ ვის მისცემს ხმას. 9% სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია, დანარჩენი გამოკითხულები კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“.

ამ მონაცემებმა მმართველი პარტია შოკში ჩააგდო. თაიმერის წყაროს ინფორმაციითვე, შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ზუგდიდის სოფლების გამგებლები დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს თუ რატომ აქვს მმართველ პარტიას ასეთი დაბალი შედეგები.
გამგებლებს თავის მართლება სულაც არ დაუწყიათ, მათ თავად წაუყენეს ზემდგომებს პრეტენზიები. კერძოდ, გამგებლებმა „ოცნების“ და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს უთხრეს, რომ პასუხი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის მოეთხოვათ, რომლებიც მათი განცხადებით, საჯაროდ ტაშს „ოცნებას“ უკრავენ, თუმცა ოჯახის წევრებთან ერთად ხმას ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ.

„თაიმერის“ წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილი პირადად აპირებს საარჩევნო სიისთვის ახალი სახეების შერჩევას. როგორც მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, საარჩევნო სიაში ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ.
ახალი სახეების შერჩევის გარდა „ოცნებამ“ ხალხის განწყობის შესწავლაც გადაწყვიტა, და ეს ზუგდიდიდან დაიწყო. წყაროს ინფორმაციით, შიდა კვლევები ზუგდიდის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა .




სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...