მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Published on

საქართველოში რამდენიმე ისტორიულ ნაგებობას, მათ შორის სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე

სოხუმის შუქურა არის სანავიგაციო ნაგებობა, რომელმაც ფუნქციონირება 1864 წლის 14 აპრილს დაიწყო. ის მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სოხუმის შუქურას სახელი გავრცელდა ქალაქის რაიონზე, რომელიც მის გარშემო მდებარეობს.

სოხუმის შუქურასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ რვა ისტორიულ ობიექტს: ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთს, წულუკიძეების კარ-მიდამოს ონში, სოსო ზვიადაურის სახლს დუშეთში, ისიდორიანთ (წმ. ნინოს) საყდარს კასპში, ცეცხლისჯვრის კომპლექსს სოფელ სეთურებში დუშეთში, საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას სენაკში, „ძველ სკოლას“ დუშეთში, წედისის ციხის კომპლექსს გორის მუნიციპალიტეტში.

ბრძანებას უძრავი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ხელი მოაწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ.

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...