მთავარისიახლეებიპოლიტიკაგერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი საართველოში

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი საართველოში

Published on

თბილისს გერმანიის ფედერაციული რესპუბიკის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია. გუშინ გერმანიის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. 

ზალკალიანის თქმით, შტაინმაიერის ვიზიტი თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შტაინმაიერი გამართავს შეხვედრას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთაან. 

შტაინმაიერი საქართველოში, კიევიდან ჩამოვიდა. წინა დღეებში უკრაინულმა მხარემ შეათანხმა ე.წ. შტიანმაიერის ფორმულა. შტაინმაიერის გეგმა, დონბასისთვის სპეციალურ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...