მთავარისიახლეებიპოლიტიკაLe Figaro: ირმა ინაშვილი ბაბა იაგას ჰგავდა, როცა დისკუსიის ჩაშლა სცადა

Le Figaro: ირმა ინაშვილი ბაბა იაგას ჰგავდა, როცა დისკუსიის ჩაშლა სცადა

Published on

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით “საქართველო სუსტდება ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებით”. ( სტატიის ამონარიდების თარგმანს ,,ტაბულა” ავრცელებს)

სტატიის ავტორი, იზაბელ ლასერი სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ბაბა იაგას ჰგავდა, როცა დისკუსიის ჩაშლა სცადა.

“ბაბა იაგას ჰგავს, რუსული თქმულებების პერსონაჟს, რომელიც ბავშვებს აშინებს. მთლიანად შავებში ჩაცმული, აალებული თვალებით, მჭახე ხმით, ირმა ინაშვილი რაკეტასავით შეიჭრა სექტემბრის შუაში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.” – წერს ფრანგი ჟურნალისტი.

“გულზიდვით, მიწოლით, უხეში ბიძგებით, რამდენიმე თანაშემწის თანხლებით პატრიოტთა ალიანსიდან, ქართული პრორუსული პარტიიდან, მას სურდა რუსეთთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის ჩაშლა,” – ნათქვამია წერილში.

სტატიის ავტორის თქმით, ინციდენტი, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და თითქმის ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა, მრავლისმთქმელია ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...