მთავარისიახლეებიპოლიტიკაროუზ გიოტმიოლერი: ,, ნატოს წევრებს უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსაზრება, რომ საქართველო უსაფრთხოების მომტანია"

როუზ გიოტმიოლერი: ,, ნატოს წევრებს უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსაზრება, რომ საქართველო უსაფრთხოების მომტანია”

Published on

“აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმების პროცესი. მე ვფიქრობ, ამჟამად, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ რეფორმების ამასთან” – განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ სტუდენტის დასმულ კითხვას, თუ რა დაბრკოლება უშლის ხელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის და კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგამი, უპა

გიოტმიოლერის თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს სასამართლოს რეფორმა, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი მედიის განვითარება

მან აღნიშნა, რომ ყველა ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესი   თავდაცვის რეფორმაშიც.

“ეს ავითარებს პარტნიორობას, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ძალიან ნათელს ხდის, თუ ზუსტად რა ძალა აქვს საქართველოს, უსაფრთხოების მოტანაში რა როლის თამაში შეუძლია – ნატოს წევრობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ვაშინგტონის შეთანხმება ამბობს, რომ NATO ღიაა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების მომტანები არიან, თუმცა შეთანხება იმასაც ამბობს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს NATO-ში მიღებას NATO-ს ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს. 

“ამიტომ, მნიშვნელოვანია ნატოს წევრებთან ამ კონსენსუსის მიმართულებით იმუშაოთ და ამისთვის მნიშვნელოვანი გზა განგრძობადი რეფორმებია, მათ შორის თავდაცვის. ნატოს წევრებს უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსაზრება, რომ საქართველო უსაფრთხოების მომტანია”- განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...