მთავარისიახლეებისაზოგადოებაპალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა

პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა

Published on

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. თევზი ძირითადად კეფალის სახეობაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეს იწვევს.

სიახლეები

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...