მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 ფაქტი გამოვლინდა

სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 ფაქტი გამოვლინდა

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპრტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

ხე-ტყის  უკანონო  მოპოვებისა  და  ტრანსპორტირების  ყველაზე  მეტი – 97 ფაქტი  გამოვლინდა  კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა  43 ფაქტი,  სამცხე-ჯავახეთში – 33, შიდა ქართლში – 27, აჭარაში – 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, ქვემო ქართლში – 10, მცხეთა-მთიანეთში – 6, გურიაში – 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის, ორი – თბილისის ტერიტორიაზე. ასევე, ამოღებულია 21 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

სიახლეები

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...