მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკოსების ჯგუფი "სვეცკურად" ზემოდან უყურებს ხალხს, პუტინის საქმეს აკეთებს - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკოსების ჯგუფი “სვეცკურად” ზემოდან უყურებს ხალხს, პუტინის საქმეს აკეთებს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს რომ ვინც ქადაგებს ამ „სვეცკური“, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს.

„ ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან.. ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ივანიშვილს აწყობთ. არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ პროგრესულები მაგრამ ამავე დროს არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. შეგვიძლია ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამით არ შევაქციოთ ზურგი ჩვენს სიწმინდეებს. სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. არადა ეს ასე სულაც არ არის – პირიქით…“, – აცხადებს სააკაშვილი.

სიახლეები

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...