მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ არჩევნების მასობრივი გაყალბების დამტკიცება შესაძლებელი იყო მაგრამ ზოგიერთებმა...

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ არჩევნების მასობრივი გაყალბების დამტკიცება შესაძლებელი იყო მაგრამ ზოგიერთებმა ერთმანეთთან საქმის გარჩევა არჩიეს

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების დამტკიცება მტკიცებულებების არასისტემატიზაციის გამო ვერ მოხერხდა.
„მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას. მარტო აჭარაში გაუქმებული (ესე იგი ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს. მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინედ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე .
ასეთ კომენტარს ურთავს ლევან ვარშალომიძის განცხადებას და მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელშიც აღბეჭდილია აჭარაში არჩევნების გაყალბების ფაქტები.
 
,,აჭარაში არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი უმრავი ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალა გამოვაქვეყნეთ, ჩვენი ჯგუფები მუშაობენ და დამატებით ყველა მასალას მოგაწვდით. – ნათქვამია ლევან ვარშალომიძის განცხადებაში –  ჩვენს უკან დგას უამრავი მოტყუებული ამომრჩეველი, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს, ხმა მოგვცეს და მათი ხმები გაბათილებულია, ასეთი 24 647 ბიულეტენი არსებობს. 
არის დარღვევები, მარკირების, ე.წ. "კარუსელის", ყალბი პასპორტების, დაშინება-მუქარის კუთხით და ა.შ. 
მე მინდა, ფეისბუქ მომხმარებლს ვაჩვენო, ის ვიდეო მასალები, რომლებიც დღეს ბრიფინგზე გავასაჯაროვე.
პირველ ვიდეოზე, ასახულია ხმის დათვლის პროცესი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ერთი ქალბატონი იბარებს როგორც, "ქართული ოცნების" ბიულეტენს, ისევე, "ნაციონალური მოძრაობის" – დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.
მე-2 ვიდეოზე, მოცემულია გადასატანი ყუთის გახსნა, სადაც მასში მოთავსებული კონვერტების ხელით გადმოტანა ხდება. ასევე, გადასატან ყუთში მოთავსებულ კონვერტებს დათვლის და გადასატანი ყუთის ამომრჩევლის სიასთან შედარების გარეშე უერთებენ საერთო ყუთიდან ბიულეტენებს.
მე-3 ვიდეოზე ჩანს ორი მოქალაქე, რომლებიც მარკირების გარეშე შედიან საარჩევნო უბანზე და აძლევენ ხმას.
მე-4 ვიდეოზე მოცემულია საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი, სადაც ყველა მთვლელი აღჭურვილია საწერკალმებით, რაც არის დარღვევა.
ამ ვიდეოზე ასახული ყველა დარღვევა ადასტურებს არჩევნების ხელყოფას, გაყალბებას და სხვადასხვა მანიპულაციით ამომრჩევლების ხმების მოპარვას!.– წერს ლევან ვარშალომიძე
 

სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...