მთავარისიახლეებისამართალითემქაზე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი დააკავეს

თემქაზე ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი დააკავეს

Published on

შსს-მ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული, რაც დასმენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.


ნაირა ოტიაშვილი თემქაზე, სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეში მსჯავრდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი იყო.ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა , ნაირა ოტიაშვილის და დამოუკიდებელ ექსპერტებს ალექსანდრე გეჯაძის და გია გოგიას უჩივლა. შვილმოკლული მანა ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 22 თებერვალს, თემქაზე გოგოონა კორპუსის უკან, ყელგამოჭრილი იპოვეს . ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

2018 წლის 14 ნოემბერს გრიგალაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ნაირა ოტიაშვილმა ეს გადაწყვეტილება იმავე წლის 17 დეკემბერს სააპელაციოში გაასაჩივრა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...