მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი მარნეულში , 6 ახალგაზრდის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი მარნეულში , 6 ახალგაზრდის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

Published on

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მარნეულში საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 6 ახალგაზრდის დაკავების ფაქტს ეხმაურება.თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აქცენტს პოლიციელების ხელშეუხებლობაზე აკეთებს და ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობას, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიესალმება.იუსტიციის მინისტრმა კომენტარი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა, რომლის გამოც დაკავებულია ქართული ოცნების მხარდამჭერი. წულუკიანის თქმით, ინციდენტში მონაწილე პირი „ბრძანდება ციხეში“ და ამ ფაქტსაც მიესალმება.„როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგად ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს, თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც როგორც ჩანს, ზოგიერთმა პროვოკაციულმა ძალებმა დაგეგმეს."ახლა უკვე საქმე არის სასამართლოს ხელში, ამიტომ ყველანაირი განცხადება, კომენტარი თუ რას იზამს, რას გადაწყვეტს სასამართლო არის ზედმეტი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ საქართველოს პროკურატურა ითხოვს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახით და მე ამ შუამდგომლობას რა თქმა უნდა, მივესალმები."ქართული ოცნების როგორც ჩანს გულშემატკივარი, რომელმაც ასევე გაუგონარი საქციელი ჩაიდინა კენჭისყრის ღამეს ჯიხაშკარში, ბრძანდება ციხეში და ამასაც მივესალმები,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...